ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიღება/შეხვედრა კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-სთან ერთად

 

3 მაისს საელჩომ გამართა მიღება/შეხვედრა კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-სთან ერთად, რომელიც ასევე მიეძღვნა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო თარიღს. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

წარმოდგენილი იყო ექსპოზცია "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები". ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ნაწილი და პორტუგალიური მედია-საშუალებები. სტუმრებისთვის გაიმართა საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება და ქართული ღვინის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ ღვინოსთან ერთად ქართული კერძებიც დააგემოვნა.

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ