ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პორტუგალიის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

 

 

პორტუგალიის მთავრობა,  საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ემუქრება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას. ამ მოვლენათაგან განსაკუთრებით საგანგაშოა სამხრეთ ოსეთში ე.წ. "არჩევნების" ჩატარების ფაქტი 2017 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით.

პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს პორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოვებლად.

 

 

ლისაბონი, 11 აპრილი 2017  წელი

 

 

 

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ