ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას შორის

 

 

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მიმდინარე წლის 8-10 მარტს შედგა პორტუგალიის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მერი - ბ-ნი ჟოაუ მანუელ პორტუგეში (Presidente da Câmara - Dr. João Manuel Português), გამგებელი - ქ-ნი სანდრა ბრაზი (Vereadora - Dr.ª Sandra Braz) და უფროსი თანაშემწე - ქ-ნი დულსე ლოპეში (Técnica Superior,Dr.ª Dulce Lopes).

ვიზიტისას ხელი მოეწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ყვარლის რაიონის სოფელ შილდასა და პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ

კუბას შორის". მემორანდუმს ხელი მოაწერეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ბნ-მა ჯემალ შავერდაშვილმა  და მერმა ჟოაუ მანუელ პორტუგეშმა.

 

ასევე, შედგა შეხვედრები ყვარლის გამგეობის და სოფელ შილდას წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ