ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 


თბილისში 2017 წლის 18-21 ივლისს
ჩატარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ 

განთავსების თარიღი: 21.07.2017
 

28 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და პორტუგალიურ თემთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სერჟიო სოუზა პინტოსთან.

განთავსების თარიღი: 28.06.2017
 

მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის შეხვედრა პორტუგალიის კულტურის მინისტრთან ლუიშ ფილიპ დე კასტრო მენდესთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

განთავსების თარიღი: 28.06.2017
 


​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 17 ივნისს, ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგაუ გრანჯის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც დიდი მასშტაბით ტყის მასივების განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

განთავსების თარიღი: 19.06.2017
 

ვულოცავთ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე პორტუგალიაში მცხოვრებ თითოეულ ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ ჩვენს სამშობლოს გაძლიერებას, განვითარებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ღირსეულ აღდგენას!

 

განთავსების თარიღი: 25.05.2017
 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის  1992 წლის 23 მაისს დამყარდა. 26 მაისს კი საქართველო ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ და აუგუსტო სანტოს სილვამ განსაკუთრებით აღნიშნეს პორტუგალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს. შესაბამისად, მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვას.

 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

poster_ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

განთავსების თარიღი: 19.05.2017
 

3 მაისს საელჩომ გამართა მიღება/შეხვედრა კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-სთან ერთად, რომელიც ასევე მიეძღვნა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო თარიღს. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

განთავსების თარიღი: 04.05.2017
 

განთავსების თარიღი: 12.04.2017
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ