ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 12.04.2017
 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო საქართველოსა და პორტუგალიას შორის თბილისში გამართულ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილე პორტუგალიური დელეგაცია, რომელსაც პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი ფრანსიშკუ დუარტე ლოპეში ხელმძღვანელობდა.

განთავსების თარიღი: 06.04.2017
 


2017 წლის 5 აპრილს, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

განთავსების თარიღი: 06.04.2017
 

 

5 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური სწავლებისა და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.

 

განთავსების თარიღი: 05.04.2017
 


28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

განთავსების თარიღი: 29.03.2017
 

25 მარტს საელჩომ მონაწილეობა მიიღო "ფრანკოფონიის სოფელში", სადაც საქართველოსათვის გამოყოფილ მაგიდაზე წარადგინა ქართული სამზარეულოს ცნობილი კერძები და ქვეყნის შესახებ საინფორმაციო მასალები.

 

განთავსების თარიღი: 27.03.2017
 



2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.

განთავსების თარიღი: 27.03.2017
 


2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

განთავსების თარიღი: 13.03.2017
 

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მიმდინარე წლის 8-10 მარტს შედგა პორტუგალიის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

განთავსების თარიღი: 13.03.2017
 



საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

განთავსების თარიღი: 06.03.2017
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ