ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის

Map

flag

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის  დამყარდა 1992 წლის 23 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პორტუგალიის რესპუბლიკაში:

რევაზ ბეშიძე - 01.01.2016 - დღემდე

გიორგი გორგილაძე - 04.03.12 - 01.01.2016 წწ.

გაიოზ ჯაფარიძე - საქმეთა დროებითი რწმუნებული - 01.08.2011- 04.03.2012 წწ.

მამუკა კუდავა - 2007 - 2010 წ.წ. (რეზიდენციით ქ.პარიზი)

 პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

1996-2009 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში პორტუგალიის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

  • ჟოზე პაჩეკო ლუიშ გომეში (H.E. José Pacheco Luiz Gomes) 1996 - 2001
  • ჟოაკიმ რაფაელ კაიმოტო დუარტე (H.E. Joaquim Rafael Caimoto Duarte) 2001 - 2003
  • ჟოაო დიოგო კორეია სარაივა ნუნეში (H.E. João Diego Correia Saraiva Nunes) 2003 -2005

2005 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა თურქეთის რესპუბლკაში პორტუგალიის საელჩოს მიერ.

  • მანუელ მარსელუ მონტეირუ კურტუ (H.E. Manuel Marcelo Monteiro Curto) 2005 -2009
  • ლუიზა მარგარიდა კარვალიო ბასტოს დე ალმეიდა (H.E. Luisa Margarida de Carvalho Bastos de Almeida) 2010 -2012
  • ჟოზე ტიტუ დე ვაშკონსელუშ ნუგეირა დიაშ კაბრალი 2012 - დღემდე

 პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში: კახა შარაბიძე 2014 - დღემდე

 

ორმხრივი თანამშრომლობა

 

საქართველო-პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება დაიწო 2010 წელს, მას შემდეგ რაც ლისაბონში  საქართველოს საელჩო  გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გააქტიურდა  ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების დინამიკის ტემპი.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ შედის პორტუგალიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, პორტუგალია ბოლო პერიოდში გამოთქვამს სულ უფრო მეტ დაინტერესებას გააქტიუროს თავისი ურთიერთობები ზოგადად რეგიონთან და კერძოდ კი საქართველოსთან მიმართებაში.  საქართველოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, პორტუგალია იჩენს მეტ ინტერესს შეიმუშავოს უფრო მკაფიო ხედვა რეგიონთან დაკავშირებით. პორტუგალიური მხარის გაზრდილ ინტერესზე ჩვენი რეგიონის მიმართ მოწმობს ის ფაქტი, რომ  ბოლო პერიოდში პორტუგალიამ ნაციონალურ დონეზე გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი ორი განცხადება.   

 

2013 წელს, ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი.

ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს. გარდა, პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს  საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები, კინოჩვენებები,  კონფერენციები/ვორქშოფები.

ცენტრის დირექტორი: ვერა პეიშოტო, ცენტრის კოორდინატორი: მარიეტა ჩიხლაძე, ცენტრის ვებ-გვერდი: https://portugueseattsu.wordpress.com/

 

2014 წლის 23 ივლისიდან საქართველო გახდა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა. 2015 წლიდან პორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში  (CPLP) საქართველოს ოფიციალურად ჰყავს  აკრედიტებული ელჩი

 

 2015 წლის 18 ოქტომბერს,  "შატო მუხრანში"   გაიხსნა წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც წარმოადგენს ლისაბონის ''გრასას'' მონასტერში არსებული ტრადიციული მეთოდით ("Azulejo") დამზადებული პანოს ზუსტ ასლსქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი დამზადდა საელჩოს ორგანიზებითა და "შატო მუხრანის" დაფინანსებით

 

ქართული წიგნების კუთხე პორტუგალიის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 2015 წლის 30 ივნისს, ლისაბონშიპორტუგალიის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე.  

 

საქართველოს მხრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

 

2006  წელი:

  • 1-3 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის, ოფიციალური ვიზიტი

2007 წელი:

  • 3-4 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვალერი ჩეჩელაშვილის, სამუშაო ვიზიტი
  • 18 ოქტომბერი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი

2010 წელი:

  • 12 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის, პირველი სამუშაო ვიზიტი

2011 წელი

  • 23-24 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის, სამუშაო ვიზიტი
  • 4 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის, ვიზიტი

2013 წელი:

  • 1 აპრილ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი.
  • 23-24 მაისი - ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი
  • 6-9 ნოემბერი - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი

2014 წელი:

  • 19 თებერვალი - საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი დავით დონდუას ხელმძღვანელობით. 
  • 24-25 ივნისი -ნარკომანიასთან ბრძოლის საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ-ნი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით
  • 20-23 ოქტომბერი - საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სამუშაო  ვიზიტი. საპარლამენტო  დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ჯგუფის წევრები-საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან ქარდავა.

2015 წელი:

  • 5-6 თებერვალი - ქ. თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი ქ. პორტოში
  • 15-21 თებერვალი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნ ვლადიმერ პაპავას ვიზიტი ლისაბონსა და პორტუში.
  • 7 აპრილი - აქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა  ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით

 

პორტუგალიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2010 წელი:

  • 2-3 დეკემბერი - სახელმწიფო მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიშ ფილიპე მარკეშ ამადუს (Minister of Foreign Affairs - Luis Filipe Marques Amado), ოფიციალური ვიზიტი;

 2013 წელი:

  • 1-4 ივნისი -პორტუგალიის ნაციონალურ ასამბლეაში პორტუგალია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჟოაო პერეირას ვიზიტი
  • 16-17 ნომბერი - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, პორტუგალიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივნის ბ-ნი ბრუნო მასაეშის ვიზიტი

 

 

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დინამიკა:

2007 წლის 3 აპრილი - ლისაბონი,   (დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი)

2011 წლის 2 ნოემბერი-ლისაბონი (დეპარტამენტების დირექტორების დონეზე)

2012 წლის 28 ნოემბერი-თბილისი (დეპარტამენტების დირექტორების დონეზე)

 

 

                                                                      

                                                                                       საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

 

ვაჭრობა

 

2015 წლის მონაცემებით, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 24%-ით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 47,96 მლნ. აშშ დოლარი.

 

 

 

  • ექსპორტი შემცირდა 91%-ით და შეადგინა 0,16 მლნ. აშშ დოლარი.

 

2015 წელს, საქართველოდან პორტუგალიაში ექსპორტის კლება განპირობებული იყო ძირითადად შემდეგი პროდუქციის ექსპორტის შემცირებით:

პროდუქცია

 

2015 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

ფეროშენადნობები

-

2015 წელს ექსპორტი არ განხორციელებულა, სხვაობა 1.51 მლნ. აშშ დოლარი;

ნაწარმი ნატურალური კორპისგან

-

2015 წელს ექსპორტი არ განხორციელებულა, სხვაობა 0,075 მლნ. აშშ დოლარი;

მამაკაცის პერანგები

-

0.021 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 69%-ით, სხვაობა 0.046 მლნ. აშშ დოლარი.

მამაკაცის კოსტუმები

-

0.055 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 32%-ით, სხვაობა 0.026 მლნ. აშშ დოლარი.

 

ძირითადი საექსპორტო პროდუქცია: მამაკაცის კოსტუმები (0.055 მლნ. აშშ დოლარი), ელექტრული წყლის გამახურებლები (0,024 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის პერანგები (0.021 მლნ. აშშ დოლარი), ალკოჰოლური სასმელები (0,013 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის პრიკოტაჟის პერანგები (0.009 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის პალტოები (0,008 მლნ. აშშ დოლარი), ტრიკოტაჟის სვიტრები და პულოვერები (0,008 მლნ. აშშ დოლარი).

 

  • იმპორტი გაიზარდა 30%-ით და შეადგინა 47,80 მლნ. აშშ დოლარი.

 

2015 წელს, პორტუგალიიდან საქართველოში იმპორტის ზრდა განპირობებული იყო ძირითადად შემდეგი პროდუქციის იმპორტის გაზრდით:

პროდუქცია

 

2015 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

-

37,64 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 49%-ით, სხვაობა 12,46 მლნ. აშშ დოლარი;

საწერი ქაღალდი

-

1,99 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 35-ჯერ, სხვაობა 1,94 მლნ. აშშ დოლარი;

სასუქები, აზოტის, ფოსფორის ან კალიუმის შემცველობით

-

0.40 მლნ. აშშ დოლარი, 2014 წელს ექსპორტი არ განხორციელებულა;

ავეჯი

-

0,28 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 18-ჯერ, სხვაობა 0,26 მლნ. აშშ დოლარი;

დაგრეხილი მავთული შავი ლითონებისაგან

-

0,29 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 3-ჯერ, სხვაობა 0,22 მლნ. აშშ დოლარი.

 

ამასთან, 2015 წელს, პორტუგალიიდან საქართველოში შემცირდა შემდეგი პროდუქციის იმპორტი:

პროდუქცია

 

2015 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

ნაწარმი ნატურალური კორპისგან

-

1,16 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 66%-ით, სხვაობა 2,20 მლნ. აშშ დოლარი;

აგლომერირებული კორპი და მისი ნაწარმი

-

1,73 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49%-ით, სხვაობა 1,66 მლნ. აშშ დოლარი;

სასუქები, აზოტოვანი

-

0,22 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 67%-ით, სხვაობა 0,43 მლნ. აშშ დოლარი;

სატვირთო ავტომობილები

-

0,19 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 63%-ით, სხვაობა 0,33 მლნ. აშშ დოლარი;

ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები

-

0,59 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 30%-ით, სხვაობა 0,25 მლნ. აშშ დოლარი;

თხილი/კაკალი

-

2015 წელს იმპორტი არ განხორციელებულა, სხვაობა 0,17 მლნ. აშშ დოლარი;

მამაკაცის კოსტიუმები

-

0,017 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 89%-ით, სხვაობა 0,15 მლნ. აშშ დოლარი;

ბიჟუტერია

-

0,25 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 25%-ით, სხვაობა 0,085 მლნ. აშშ დოლარი.

 

ძირითადი საიმპორტო პროდუქცია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (37,64 მლნ. აშშ დოლარი), საწერი ქაღალდი (1,99 მლნ. აშშ დოლარი), აგლომერირებული კორპი და მისი ნაწარმი (1,73 მლნ. აშშ დოლარი), ნატურალური კორპის ნაწარმი (1,16 მლნ. აშშ დოლარი), ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები (0.59 მლნ. აშშ დოლარი), სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტი, ფოსფორის ან კალიუმის შემცველობით (0.40 მლნ. აშშ დოლარი), დაგრეხილი მავთული შავი ლითონებისაგან (0,29 მლნ. აშშ დოლარი), ავეჯი (0,28 მლნ. აშშ დოლარი), ფეხსაცმელი (0.27 მლნ, აშშ დოლარი), ბიჟუტერია (0.25 მლნ. აშშ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (0,22 მლნ. აშშ დოლარი), სატვირთო ავტომობილები (0.19 მლნ. აშშ დოლარი).

2014 მონაცემებით, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 52%-ით, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 38,67 მლნ. აშშ დოლარი.

 

 

 

  • ექსპორტ შემცირდა 21%-ით და 1,82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს, საქართველოდან პორტუგალიაში ექსპორტის კლება განპირობებული იყო ძირითადად შემდეგი პროდუქციის ექსპორტის შემცირებით:

პროდუქცია

 

2014 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

უალკოჰოლო სასმელები

-

2014 წელს ექსპორტი არ განხორციელებულა, სხვაობა 0,41 მლნ. აშშ დოლარი;

ფეროშენადნობები

-

1,51 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 6%-ით, სხვაობა 0,10 მლნ. აშშ დოლარი;

მამაკაცის კოსტუმები

-

0.081 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37%-ით, სხვაობა 0.048 მლნ. აშშ დოლარი;

ფეხსაცმელი

-

0.007 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 65%-ით, სხვაობა 0.014 მლნ. აშშ დოლარი;

ჰალსტუხები

-

0.005 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 61%-ით, სხვაობა 0.008 მლნ. აშშ დოლარი.

 

ძირითადი საექსპორტო პროდუქცია: ფეროშენადნობები (1,51 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის კოსტუმები (0.081 მლნ. აშშ დოლარი), ნაწარმი ნატურალური კორპისგან (0,075 მლნ. აშს დოლარი), მამაკაცის პერანგები (0.067 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის ტრიკოტაჟის პერანგები (0.017 მლნ. აშშ დოლარი), ნაწარმი ნატურალური ბეწვისგან (0,012 მლნ. აშშ დოლარი), მამაკაცის პალტოები (0,012 მლნ. აშშ დოლარი).

 

  • იმპორტი გაიზარდა 60%-ით და შეადგინა 36,85 მლნ. აშშ დოლარი.

 

2014 წელ მონაცემებით, პორტუგალიიდან საქართველოში იმპორტის ზრდა განპირობებული იყო ძირითადად შემდეგი პროდუქციის იმპორტის მატებით:

პროდუქცია

 

2014 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

-

25,18 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 117%-ით, სხვაობა 13,55 მლნ. აშშ დოლარი;

ალგომერირებული კორპი

-

3,38 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 18%-ით, სხვაობა 0,51 მლნ. აშშ დოლარი;

აზოტოვანი სასუქები

-

0,65 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 127%-ით, სხვაობა 0,36 მლნ. აშშ დოლარი;

ნაწარმი ნატურალური კორპისგან

-

3,36 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 7%-ით, სხვაობა 0,21 მლნ. აშშ დოლარი;

ჩემოდნები, ჩანთები

-

0,84 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29%-ით, სხვაობა 0,19 მლნ. აშშ დოლარი;

თხილი/კაკალი

-

0.17 მლნ. აშშ დოლარი, 2013 წელს იმპორტი არ განხორცილებულა;

დაგრეხილი მავთული

-

0,074 მლნ. აშშ დოლარი, 2013 წელს იმპორტი არ განხორცილებულა.

 

ძირითადი საიმპორტო პროდუქცია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (25,18 მლნ. აშშ დოლარი), აგლომერირებული კორპი და მისი ნაწარმი (3,38 მლნ. აშშ დოლარი), ნატურალური კორპის ნაწარმი (3,36 მლნ. აშშ დოლარი), ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები (0.84 მლნ. აშშ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (0,65 მლნ. აშშ დოლარი), სატვირთო ავტომობილები (0,52 მლნ. აშს დოლარი), ბიჟუტერია (0.34 მლნ. აშშ დოლარი), ფეხსაცმელი (0,23 მლნ. აშშ დოლარი).

 

საინვესტიციო ურთიერთობები

 

პორტუგალიიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინება 2007 წელს უმნიშვნელო რაოდენობით დაიწყო და 13 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 8-ჯერ გაიზარდა და 117 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წელს ინვესტიციების რაოდენობა 80%-ით შემცირდა და 24 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წელს ინვესტიციების მოცულობა 13%-ით შემცირდა და 21 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან ინვესტიციები არ განხორციელებულა.

 

2012 წელს, პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 0.17 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 2.49 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 14-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

 

2014 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციები 19%-ით შემცირდა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 2,03 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა.

 

2015 წლის 3 კვარტლის მონაცემების შესაბამისად, პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 0,70 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 65%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

 

ტურიზმი

 

2005-2015 წლებში, პორტუგალიიდან საქართველოში სულ შემოსულია 7 351 ვიზიტორი. აქედან:

  • 2011 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსულია 559 ვიზიტორი, რაც წინა წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა;
  • 2012 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსულია 863 ვიზიტორი რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით გაზრდილია;
  • 2013 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსულია 1 098 ვიზიტორი რაც წინა წლის მაჩვენებელ 27%-ით აღემატება;
  • 2014 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსულია 1 436 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31%-ით აღემატება;
  • 2015 წლის მონაცემებით, პორტუგალიიდან შემოსულია 1 910 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება;
  • 2016 წლ 2 თვის პორტუგალიიდან შემოსულია 138 ვიზიტორი, რაც 17%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

დანართი

 

პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა

(მლნ. აშშ დოლარი)

 

წლები

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015 QIII

საქართველოში შემოსული ინვესტიციები

2014.8

1564.0

658.4

814.5

1117.2

911.6

941.9

1758.4

1019.0

პორტუგალიიდან შემოსული ინვესტიციები

0.013

0.12

0.024

0.021

-

0.17

2.49

2.03

0.70

წილი მთლიან მოცულობაში %

0.001

0.01

0.004

0.003

-

0.02

0.3

0.1

0.1

ზრდა %

-

800.0

-79.5

-12.5

-

-

1364.7

-18.5

-65.2

 

 

 

პორტუგალიიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა

 

წლები

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016-2

საქართველოში შემოსული ვიზიტორები

763231

1051749

1290108

1500049

2031717

2822363

4428221

5392303

5515559

5897685

683561

პორტუგალიიდან შემოსული ვიზიტორები

184

199

210

283

448

559

863

1098

1436

1910

138

ზრდა წინა წელთან შედარებით %

14.3

8.2

5.5

34.8

58.3

24.8

54.4

27.2

30.8

33.0

-16.9

წილი მთლიან რაოდენობაში %

0.02

0.02

0.02

0.02

0.02

0.02

0.02

0.02

0.03

0.03

0.02

 

  

საქართველო-პორტუგალიის სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)

წლები

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016/1

ბრუნვა სულ

5633.8

6934.6

9225.2

10413.1

10921.1

11454.0

9930.3

527.7

ბრუნვა

3.93

5.34

7.21

12.40

25.40

38.67

47.96

0.50

ზრდა %

-31.5

35.9

35.0

72.0

104.8

52.2

24.0

11.1

წილი მთლიან ბრუნვაში %

0.1

0.1

0.1

0.1

0.2

0.3

0.5

0.1

ექსპორტი სულ

1133.6

1677.5

2186.7

2376.2

2909.5

2860.7

2203.6

122.2

ექსპორტი

1.05

1.91

2.81

5.15

2.30

1.82

0.16

0.00

ზრდა %

707.7

81.9

47.1

83.3

-55.3

-20.9

-91.2

-

წილი მთლიან ექსპორტში %

0.1

0.1

0.1

0.2

0.1

0.1

0.01

-

იმპორტი სულ

4500.2

5257.1

7038.4

8036.9

8011.6

8593.3

7726.7

405.5

იმპორტი

2.88

3.43

4.40

7.25

23.10

36.85

47.80

0.50

ზრდა %

-48.7

19.1

28.3

64.8

218.6

59.5

29.7

51.5

წილი მთლიან იმპორტში %

0.1

0.1

0.1

0.1

0.3

0.4

0.6

0.1

სალდო

-1.83

-1.52

-1.59

-2.10

-20.80

-35.03

-47.64

-0.50

 

 

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

მისამართი: 6-A Fernao Soares st./Fernam Gomes st. 1400-038 LISBON

ტელეფონი:  +351 213017272,        

ფაქსი:  +351 213017271       

 

პორტუგალიის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა)

მისამართი: Kuleli Sok N. 26 Gasiosmanpasa Ankara, Turquie

ტელეფონი: (00 903 12) 405 60 29

პორტუგალიის რესპუბლიკის საკონსულო: საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება წარმოებს ქ. ანკარიდან.

ბმულები:

საქართველოში პორტუგალიის საელჩო (რეზიდენციით ქ.ანაკარა):  www.portugalembassy.org.tr

პორტუგალიური ენის ცენტრი საქართველოში

ცენტრის დირექტორი: ვერა პეიშოტო, ცენტრის კოორდინატორი: მარიეტა ჩიხლაძე, ცენტრის ვებ-გვერდი: https://portugueseattsu.wordpress.com/

პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: www.min-nestrangeiros.pt/mne 

პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი: www.presidencia.pt

პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეა (პარლამენტი):  http://www.parlamento.pt

პორტუგალიის რესპუბლიკის მთავრობა: www.portugal.gov.pt

 

 

 

 

 

 

 

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ