ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რეინტეგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრმასაქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტულიმიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისმხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთასამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამბის განსახორციელებლად.რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა,ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად,არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამისგამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.აღნიშნულიპროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისებისმიწოდება:

 

  •  სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • პროფესიული სწავლება
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
  • იურიდიული დახმარება
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსებაა

 

ღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები(საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

 

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადითავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამადმიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ. სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

 

 

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი\\\";
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ:ტელ: (+995) 32 243 11 00(+995) 32 231 13 37ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველოვებ-გვერი: WWW.MRA.GOV.GE 

 

გთხოვთ, ასევე იხილოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ ბმული, სადაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს მოქალაქეთათვის რეინტეგრაციის საკითხებში ხელშეწყობის პირობები http://irrico.belgium.iom.int/iom-offices/iom-portugal.html 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ