საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორმხრივი თანამშრომლობა

საქართველო-პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება დაიწო 2010 წელს, მას შემდეგ რაც ლისაბონში საქართველოს საელჩო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკის ტემპი.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ შედის პორტუგალიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, პორტუგალია ბოლო პერიოდში გამოთქვამს სულ უფრო მეტ დაინტერესებას გააქტიუროს თავისი ურთიერთობები ზოგადად რეგიონთან და კერძოდ კი საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, პორტუგალია იჩენს მეტ ინტერესს შეიმუშავოს უფრო მკაფიო ხედვა რეგიონთან დაკავშირებით. პორტუგალიური მხარის გაზრდილ ინტერესზე ჩვენი რეგიონის მიმართ მოწმობს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში პორტუგალიამ ნაციონალურ დონეზე გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი ორი განცხადება.

2013 წელს, ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი.

ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს. გარდა, პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები, კინოჩვენებები, კონფერენციები/ვორქშოფები.

ცენტრის დირექტორი: ვერა პეიშოტო, ცენტრის კოორდინატორი: მარიეტა ჩიხლაძე, ცენტრის ვებ-გვერდი: https://portugueseattsu.wordpress.com/

2014 წლის 23 ივლისიდან საქართველო გახდა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოებისთანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა. 2015 წლიდანპორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში (CPLP) საქართველოს ოფიციალურად ჰყავს აკრედიტებული ელჩი.

2015 წლის 18 ოქტომბერს, "შატო მუხრანში" გაიხსნა წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც წარმოადგენს ლისაბონის ''გრასას'' მონასტერში არსებული ტრადიციულიმეთოდით ("Azulejo") დამზადებული პანოს ზუსტ ასლს. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველიპანოს ასლი დამზადდა საელჩოს ორგანიზებითა და "შატო მუხრანის" დაფინანსებით.

ქართული წიგნების კუთხე პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2015 წლის 30 ივნისს, ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე.