საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რევაზ ბეშიძე

რევაზ ბეშიძე დაიბადა 1959 წლის 5 ნოემბერს. პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2016 წლის იანვარს.

მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში და ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი მუშაობს 1996 წლიდან. ამ ხნის განვალობაში, მას სხვადასხვა დროს ეკავა სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების დირექტორის პოზიციები.

2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

განათლება

ქ. სოხუმის შ. რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლა (1966-1976).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეც. გეოგრაფია (1976-1982).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეც. გეოგრაფია (1986-1990).

ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის (NDC) უმაღლესი კურსი (რომი, 1998-1999).

აშშ-ს ჯორჯ მარშალის სახ. უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრი. უმაღლესი კურსი. გერმანია (გარმიშ-პატერკინხენი, 2000).

ნატოს სტიპენდიანტი (ბრიუსელი, 2000-2002).

დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (RCDS) საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005).

სამეცნიერო ხარისხი

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი

პუბლიკაციები

20 სამეცნიერო ნაშრომი

შრომითი საქმიანობა

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ატოლის" სოხუმის ფილიალი-ინჟინერი (01.12.82-01.10.83).

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლაბორანტი; მასწავლებელი (01.10.83-01.05.89).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე (01.05.89-10.1096).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს მესამე მდივანი (05.11.96.- 22.11.96).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მესამე მდივანი (22.11.96-01.04.97).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე (01.04.97-01.08.97).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი (01.08.97-26.03.98).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი (26.03.98-01.11.98).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (01.11.98- 17.05.00).

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი (17.05.00-06.07.04).

უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (06.07.04-04.03.06).

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი (04.03.06-01.10.09).

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში (01.10.09-30.10.13).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი (12.11.13 – 31.12.15).

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში (15.01.16 - დღემდე).

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2006-დან).

გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში

სამხედრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი (1999-2004).

საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების წევრი: გაეროს, ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპის საბჭოს, დსთ-ს, სუამ-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე (1997-2014).

საქართველოს დელეგაციის წევრი უსაფრთხოების დიალოგში: აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, უკრაინასთან (1998-2003).

სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სამთავრობო დელეგაციის წევრი (1998-1999).

საქართველოს სამთავრობო დელეგაციების წევრი ნატო-ს სამიტებზე: პრაღა (2002), სტამბოლი (2004), რიგა (2006), ბუქარესტი (2008).

ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) თანაკოორდინატორი (2008-2009).

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე (2013-2015).

სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში (1995-2015).

ენები

ქართული (მშობლიური)
ინგლისური და რუსული (თავისუფლად)
იაპონური და ფრანგული (შეზღუდულად)

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი