საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და პორტუგალიურ თემთა კომიტეტის პრეზიდენტთან

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის გიორგი მირცხულავას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და პორტუგალიურ თემთა კომიტეტის პრეზიდენტთან, სოციალისტური (მმართველი) პარტიის დეპუტატთან სერჟიო სოუზა პინტოსთნ. 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-პორტუგალიის კარგი ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა არსებულ თანამშრომლობას და მომავალი კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. აქვე ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორისი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლაზე.