საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის საჯარო ლექცია ლისაბონის უნივერსიტეტში

14 ნოემბერს ლისაბონის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და პოლიტიკის ფაკულტეტთან ერთად, საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა ელჩის საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღს. გამოსვლას, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა რესპუბლიკის დაფუძნებასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ვიდეო-რგოლის ჩვენება. ლექცია კითხვა-პასუხით დასრულდა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ საკითხით დაინტერესება გამოხატა.