საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპული ენების დღე

29 სექტემბერს საელჩო მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პორტუგალიაში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტის EUNIC და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით . ობიდოსში გაიმართა. საელჩოს მიერ მოწყობილმა ქართული ენის კუთხე, ღონისძიებაში მონაწილე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, სადაც მათ  მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენისა და და ანბანის შესახებ, აგრეთვე დაურიგდათ ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბროშურები, დისკები და შესაბამისი მასალა.