საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ - სტაჟირების კონკურსი

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2019 წლის აცხადებს  სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ  წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა  ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს

 სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე[email protected], [email protected]

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

-         განცხადების გადარჩევა;

-         გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-       პორტუგალიური ქართული და ინგლისური ენების  ცოდნა;

-        გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

-        კომუნიკაბელურობა;   

-        გუნდურად მუშაობის უნარი

-        კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი;

-        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

 

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე [email protected] ან [email protected]  უნდა წარადგინოს:

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი);

ავტობიოგრაფია (ხელმოწერილი);

            დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

პასპორტის ასლი;       პორტუგალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი დოკუმენტირომლის 

მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ერთი ფოტოსურათი (3X4);

ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართი: Fernao Soares 6A, 1400-149 Lisbon).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვეებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  

ტელ: +351213017270

ან ელ-ფოსტის მისამართზე: Lisbon[email protected] ან [email protected]

წარმატებებს გისურვებთ!

იხილეთ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი