საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნა-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მირება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესიი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელ-ფოსტის მეშვეობით: lisbon.emb@mfa.gov.ge

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები: 

  • განაცხადების გადარჩევა; 
  • გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; 
  • დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას);
  • შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები.

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (lisbon.emb@mfa.gov.ge) უნდა წარადგინოს:

  • შევსებული განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4);
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე - Rua Fernão Soares, 6-A 1400-149 Lisbon

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის განცხადებების გადარჩევის/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +351 213 017 272

ელ-ფოსტა: lisbon.emb@mfa.gov.ge

იხილეთ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი