საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში

საქართველოს დელეგაციამმონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნებისთანამეგობრობის (CPLP) სახელმწიფო და მთავრობისმეთაურების XII კონფერენციაში, რომელიც  17-18 ივლისსკაბო ვერდეში, ქ. სანტა მარიაში გაიმართა.  დელეგაციისშემადგენლობაში იყვნენ საგანგებო დავალებათა ელჩი, შალვა ცისკარაშვილი და პორტუგალიის რესპუბლიკაშისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს წარმომადგენელი CPLP-ში, რევაზ ბეშიძე.  აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანებულიაასოცირებული დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით2014 წლიდან.  

სამიტში მონაწილეობა მიიღეს პორტუგალიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ბრაზილიის, მოზამბიკის, გვინეა ბისაუს, კაბო ვერდეს, სან-ტომე და პრინსიპეს, ეკვატორული გვინეის, ანგოლის პრეზიდენტებმა და აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამიტის შედეგად მიღებული იქნა სანტა მარიას დეკლარაცია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან, კაბო ვერდეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სან ტომე და პრინსიპეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პორტუგალიის საგარეო  საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან და ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან.

შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორგანიზაციასთან (CPLP), ლუზოფონურ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. ამასთან, განხილვის თემას წარმოადგენდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრების დროს დელეგაციებმა დააფიქსირეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების მზადყოფნა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.